რეფლექსია

დღე II

ტრენინგის ამ დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავიხსენე blogger.ge-სა და drive-ზე მუშაობა. გავიგე მათი ახალი ფუნქციების შესახებ. ასევე  სასარგებლო იყო ინტერნეტჩანიშვნების გაკეთების სწავლა, რასაც ხშირად გამოვიყენებ.
გავიგე word-ის ბროშურების შესახებ, თუმცა გამიძნელდა ბროშურაში სურათების ჩასმა.
მივხვდი რომ ძალიან ცოტა ვიცი კომპიუტერული სისტემების შესახებ და მინდა კარგად შევისწავლო.




დღე III

ცოტა დავიღალე, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აიტვირთა დღეს ჩემი გონების დრაივზე:) ვისწავლე  word-ში მუშაობისთვის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები,  ფოტოს ჩასმის ვარიანტებიც, რაც წინაზე გამიჭირდა და იოლი ყოფილა.
გავიხსენე კიდევ drive-ის გამოყენების შესახებ. ძირითადი ნაცნობი საკითხები იყო, თუმცა იყო ახალი ფუნქციები რაც არ ვიცოდი.
მაინტერესებს რამდენად არის დაცული ამ საიტზე ჩემი ატვირთული ინფორმაცია და კიდევ რა ფუნქციები აქვს.
გმადლობთ საინტერესო ტრენინგისთვის.


დღე IV

დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტების თემების მოკლე პრეზენტაცია. ვისწავლეთ drive-ში google form-ების შექმნა და გაზიარება, რითაც შესაძლებელია ონლაინ გამოკითხვის ჩატარება, რაც ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა ჩემი პროექტისთვის, სადაც დაგეგმილია საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
დანარჩენი საკითხები - silfaeni და cinvert.ge-ზე მუშაობა ნაცნობი იყო.

დღე V

დღევანდელი ტრენინგის დღე ბევრად დატვირთული იყო ინფორმაციულად. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბლოგის ახალი ფუნქციები იყო, ბევრია და აღარ ჩამოვთვლი. მგონი ყველაფერი გავიგე:) მაინტერესებს როგორ უნდა ჩავამატოთ ტაბები და გამოკითხვის პასუხების ფაილში როგორ ხდება მონაცემთა ფილტრაცია.


დღე VI

გავეცანით ინტერნეტში ძიებისას მედიარესურსების კრიტიკული შეფასების ინდიკატორებს, ეს ნამდვილად დამეხმარება ინტერნეტსივრცეში ორიენტირებაში. ჩემთვის საინტერესო იყო google-ში ძებნის რამდენიმე მეთოდის გაცნობაც. გავიხსენეთ power point-ში მუშაობაც და მივიღეთ საჭირო და სასარგებლო დიზაინერული რჩევები კარგი პრეზენტაციის შესაქმნელად.


დღე VII

გავიხსენეთ power point-ში დიაგრამების გაკეთება, სახალისო იყო შეჯიბრი დიაგრამის შექმნასა და გადაგზავნაში, სადაც "ოლიმპიური ოქროს მედალი" დავიმსახურე:))
ვისწავლე ბლოგში ჩანართების გაკეთება და კიდევ ბევრი რამ ბლოგის სხვადასხვა ფუნქციების შესახებ.


დღე VIII

საინტერესო ტრენინგი იყო, ვისწავლეთ პროექტის გეგმაში მიმართულების მიმცემი კითხვების ჩამოყალიბების შესახე. ასევე როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო. მთლიანობაში ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. გმადლობთ.

No comments:

Post a Comment