ადამიანი საზოგადოებრივ ცხოველად მოიხსენიეს მრავალი საუკუნის წინათ და ამ ფრაზას ალბათ ახლაც ხშირად გაიგონებთ, თუმცა ვფიქრობ ეს სენტენცია ერთ უზუსტობას შეიცავს, საზოგადოებრივი არსება აღარ შეიძლება „ცხოველად“ იწოდებოდეს. საზოგადოებაა ის უძლიერესი ინსტიტუტი, სადაც ადამიანი თავს აღწევს ცხოველურ საწყისებს და გვევლინება უმაღლეს მოაზროვნე არსებად, რომელსაც კრიტიკული და შემოქმედებითი განვითარების უმაღლეს საფეხურამდე მიღწევა შეუძლია.
წინამდებარე პროექტის მიზანია გამოიკვლიოს და გაანალიზოს საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთმიმართების საკითხი. როგორ ხდებოდა წესებისა და კანონების ფორმირება ადრეკლასობრივ საზოგადოებაში,როგორ რეაგირებდნენ ადამიანები განსხვავებულ წევრებზე ადრე და ახლა, როგორ ხდება საზოგადოებრივი მრავალფეროვნების შექმნა, როგორ ყალიბდება ღირებულებები, რომლებიც კაცობრიობის არსებობის საფუძველია და რა ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანი.
No comments:
Post a Comment